უცხოეთი
ფილიპინების პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ მდივანს სულელი უწოდა

 საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. ობამას შემდეგ ფილიპინების პრეზიდენტს გაეროს გენერალური მდივანი შემოელანძღა. ბენ კი მუნს მან „სულელი“ უწოდა. დუტერტემ იქვე განმარტა, რომ აშშ პრეზიდენტისთვის მას „ნაბიჭვარი“ არ უწოდებია და რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს. შეურაცხმყოფელი ეპითეტებით როდრიგო დუტერტე მსოფლიო ლიდერებს უკვე ერთი კვირაა, ამკობს. ამის მიზეზი ფილიპინებში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ვაშინგტონსა და ნიუ იორკში გაკეთებული მწვავე განცხადებები გახდა.