საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა სიმღერის კონკურსის "ევროვიზია 2017" ჩატარების ადგილთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა. კონკურსი ოდესის მაგივრად, კიევში ტარდება.
სააკაშვილის მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება უსამართლოა. გუბერნატორი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას "სხვა ადამიანები" სჭირდება.
"ოდესა ევროვიზიის გარეშე დარჩა. მე მიყვარს კიევი, მაგრამ აქ საუბარი არ არის ჩემს მშობილიურ დედაქალაქზე, საქმე იმაშია რომ ეს კიდევ ერთი მაგალითია მოლაპარაკებების, რომლის დროსაც თვალში ნაცარს გვაყრიან და რომელიც გვიჩვენებს არასახელმწიფოებრივ აზროვნებას.
ყველა ილუზია გაქრა იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის ხელისუფლებას ახალი მიდგომები და ხალხი სჭირება. მაგრამ რას ვიზამთ, ჩვენ ვიმუშავებთ ამ მიმართულებით", - წერს სააკაშვილი.