საზოგადოება
„ვაფასებ ქართველი ხალხის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რთულ რეგიონში წარმატებული დემოკრატიის მშენებლობისკენ“ – კონგრესმენი გრეგორი მიქსი

 საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა გრეგორი მიქსმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ განაცხადა.

 „ვგმობ საქართველოს ტერიტორიის ხელყოფას რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის აგვისტოშ და კვლავ მოვუწოდებ რუსეთის მთავრობას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებისკენ. ვაფასებ ქართველი ხალხის მამაც ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რთულ რეგიონში წარმატებული დემოკრატიის მშენებლობისკენ. ჩვენ არ ვიცხოვრებთ სამყაროში, სადაც ტერიტორიების შეცვლა ძალის გამოყენებით არის შესაძლებელი. ვაღიარებ, რომ თავისუფალი, ერთიანი და დემოკრატიული საქართველოს არსებობა შედის აშშ-ის ინტერესებში და ეს რეზოლუცია ამ მიზნების დადასტურებაა“,-აღნიშნა კონგრესმენმა.

 ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია დაამტკიცა. კონგრესმენები გმობენ რუსეთის მიერ საქართველოში სამხედრო ინტერვენციასა და ოკუპაციას, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე არალეგალურ ქმედებებს.