საზოგადოება
"ჩემი საქართველო აქ არის" - "ქართული ოცნების" საარჩევნო კლიპი (ვიდეო)

 საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. "ქართული ოცნების" საარჩევნო კლიპი, რომელიც გიორგი ცაბაძის ამავე სახელწოდების სიმღერაზეა გადაღებული, დამსწრე საზოგადოებას გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მუსიკალური კლიპის მიზანია, საზოგადოებაში გაფანტული დადებითი ენერგია ქვეყნის საკეთილდღეოდ, ერთ აზვირთებულ, პოზიტიურ ენერგიად გარდაქმნას (ვიდეო ოხ.აქ).

 „ჩვენ დავადასტურეთ საქმითაც და სიტყვითაც, რომ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოწოდებულია, დაასრულოს საქართველოში კონფრონტაცია, გააერთიანოს ჩვენი საზოგადოება. ეს კლიპი არის სიყვარულზე დაფუძნებული. ეს არის ურთიერთპატივისცემაზე, ეს არის ჩვენს ეროვნულ ფასეულობებზე, რომელიც აბსოლუტურ ჰარმონიაშია დასავლურ ფასეულობებთან. ეს მუსიკალური კლიპი არის მშვიდ ცხოვრებაზე, სტაბილურ განვითარებაზე და დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგანი ყველაზე კარგ სიზმარში ხედავს იმ საქართველოს, რომელსაც ახლა ყველა თქვენგანი ნახავთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.