აქტუალური
კახი კალაძე ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლებს დაემშვიდობა

 საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

 „მე დღეიდან აღარ ვარ თქვენი მინისტრი,  ჩვენ ვიქნებით ერთად, მთავარი ეს არის და ერთად მივაღწევთ გამარჯვებას.  ცხოვრებაში ბევრი სახლი გამოვიცვალე, ენერგეტიკის სამინისტროც ჩემი სახლია",  - აღნიშნა კალაძემ.

 კახი კალაძე  საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს და “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეორე ნომერია.

 კალაძის გარდა, სიაში კიდევ ერთი მინისტრია - სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, რომელმაც უკვე დატოვა თანამდებობა.

 კანონმდებლობის მიხედვით, მთავრობის წევრი ვალდებულია, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, თანამდებობა დატოვოს.

 საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის ინფორმაციით, კალაძისა და დანელიას შემცვლელები ორი კვირის ვადაში უნდა დაინიშნონ.