აქტუალური
აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი საოკუპაციო ხაზს ეწვია

 საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციამ, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესის მონაწილეობით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე გორის რაიონის სოფელი ხურვალეთი მოინახულა.

სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აშშ-ის დელეგაციის წევრებს ადგილზე გააცნეს რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან მომდინარე საფრთხეები და ის პრობლემები, რომლებსაც ადგილობრივ მოსახლეობას უკანონოდ აღმართული მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები უქმნის.

საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უშუალო დახმარებით განხორციელდა.