აქტუალური
ცესკო-ში საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო სიების წარდგენის ვადა ამოიწურა

 საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა,  29 საარჩევნო სუბიექტიდან დოკუმენტაცია 28 პარტიამ წარადგინა.

 „ერთმა პარტიამ არ წარმოადგინა დოკუმენტაცია, ეს არის ეროვნულ დემოკრატიული პარტია (ედპ). უკვე ცესკო-შესაბამისმა სამსახურმა დაიწყო დოკუმენტების შემოწმება. კანონმდებლობის მიხედვით, 10 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნებამდე არაუგვიანეს 26 დღისა, ცესკო-ს შესაბამისი სამსახური წარუდგენს დასკვნას ცესკო-თავმჯდომარეს. თავმჯდომარე კი სამი დღის ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას, გატარდება პარტიული სია რეგისტრაციაში თუ არა”, - განაცხადა მიქელაძემ.

 მისივე თქმით, გარკვეული ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია აცნობებს შესაბამის პარტიას და მათ სამდღიანი ვადა ეძლევა ხარვეზების გამოსასწორებლად.

 ანა მიქელაძის ინფორმაციით, პროცედურის დასრულების ბოლო ვადა 18 სექტემბერია.