უცხოეთი
„კიევში იჭერენ მარტოხელა ადამიანებს, ორგანოებად ანაწევრებენ და საიდუმლოდ მარხავენ“ – აღმოჩენილია სააკაშვილის ცოლის მიწისქვეშა სამალავი!

 საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. კიევში იჭერენ მარტოხელა ადამიანებს, ორგანოებად ანაწევრებენ და საიდუმლოდ მარხავენ. ადამიანთა ნეშტებით სავსე ჭა კიევის მახლობლად ნახეს. ჭა, რომელიც სავსეა პაკეტებში მოთავსებული ადამიანთა სხეულების ნაწილებითა და შინაგანი ორგანოებით, კიევის ოლქში, სასაფლაოზე აღმოაჩინეს. ამჟამად ჭის საზარელი შიგთავსი ექსპერტიზაზეა გაგზავნილი, პოლიცია კი არკვევს, ვის ან რა მიზნით შეეძლო შინაგან ორგანოთა მოთავსება ჭაში.

 კიევის ოლქის იაგოტინის რაიონში საგანგებო ვითარების შესახებ უკრაინის ნაცპოლიციის პრესსამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს. უწყებაში დააზუსტეს, რომ თითოეულ პაკეტს მიმაგრებული ჰქონდა ბირკები სამედიცინო დიაგნოზით, თარიღითა და გვარით. ახლა პაკეტებს სასამართლო ექსპერტები შეისწავლიან.

 სამართალდამცავები ადამიანთა ნეშტების საზარელი სამალავის შემქმნელებს ეძებენ. აღნიშნულ ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „განზრახ მკვლელობის“ მუხლით. ვარაუდობენ, რომ შენობა გამოიყენებოდა ორგანოთა გადანერგვის მიწისქვეშა ლაბორატორიის დამუშავებული ბიოლოგიური მასალის საცავად (დაწვრილებით წაიკითხეთ აქ).

 ადგილობრივი მედია პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიწისქვეშა საცხედრეს შემთხვევით წააწყდნენ სატრაქტორო სამუშაოებისას, როცა გადაწეული იქნა ბეტონის ფილა, მიწისქვეშა ჭას რომ ფარავდა, საიდანაც საშინელი სუნი ამოიდიოდა.

 ქვემოთ ჩასულმა მუშებმა ადამიანთა ნეშტებით სავსე ცელოფნის პაკეტები აღმოაჩინეს, მითითებული გვარებით, თარიღებითა და დიაგნოზებით.

 „მიმდინარეობდა ცენტრალური სასაფლაოს საზღვრების გასაფართოებელი გეგმიური სამუშაოები. და იქ აღმოჩენილი იქნა კაპიტალურად გაკეთებული ჭა. შემდეგ, როცა ბეტონის თავსახური ავხადეთ, დავინახეთ ძალიან კარგად შეფუთული პაკეტები. საკმაოდ ბევრი“, – მოუთხრო ჟურნალისტებს შპს „რიტუალის“ დირექტორმა იგორ სმაგლიმ.

 საქინფორმი, შეაჯერა და გააანალიზა რა მის ხელთ არსებული ინფორმაცია, აცხადებს, რომ აღმოჩენილი საცავი უკავშირდება საქართველოში, სამეგრელოში სხვადასხვა მიწისქვეშა სამალავების მოწყობის მოყვარული, ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილის იურიდიულ მეუღლეს. სანდრა რულოვსი კი, მეტსახელად „სანდრა–მფატრავი“ ცნობილია არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში როგორც ადამიანთა ორგანოების მსხვილი მიმწოდებელი.

 მიშასა და სანდრას ოჯახური ბიზნესი დაიწყო საქართველოში, სადაც სპეციალურად ხოცავდნენ უნებლიე დონორებს – პატიმრებს, რაც შემდეგ წარმატებით გაგრძელდა საავადმყოფოებსა და სამშობიარო სახლებში. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის ამჟამინდელი კანდიდატი სანდრა რულოვსის საქმიანობამ განსაკუთრებით ფართო გაქანება პოვა 08.08.08 და დონბასის ომების დროს. ამიტომ საქინფორმი ვარაუდობს, რომ საცავში ინახება არა მარტო მარტოხელა ადამიანების, არამედ სამხრეთ უკრაინის ომში მონაწილე უბედური ჯარისკაცების ორგანოებიც. ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მყოფი სამხედრო ექიმები პირადად სანდრას ექვემდებარებოდნენ, რომელიც დაჭრილებისა და ტყვეების დახოცვას უბრძანებდა და ასწავლიდა, როგორც ამოეკვეთათ სწორად ორგანოები, რათა ისინი არ დაეზიანებინათ.

 აღმოჩენილ საცავში ჩაყრილი ადამიანთა ორგანოების რეალიზება, როგორც ჩანს, სანდრამ ვერ მოასწრო, რადგან სასწრაფოდ გაემგზავრა საქართველოში – საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის და ექსმმართველი პარტია „ნაცმოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის სათავეში ჩასადგომად, რომლის დამფუძნებელიცა და სპონსორიც მისი იურიდიული ქმარია, საქართველოს ექსპრეზიდენტი და ძებნაში მყოფი სისხლის სამართლის დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი.