საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მას რუსეთსა და მის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა ექნება.
რუსეთის პრეზიდენტის შესახებ საუბრისას ტრამპმა გაიხსენა, რომ ვლადიმერ პუტინის რეიტინგი 82%-ს შეადგენს. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ნატო-რუსეთის თანამშრომლობა გაძლიერდება.
ამასთან, ტრამპი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ამერიკა და რუსეთი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბძოლველად ითანამშრომლებენ. „მიმაჩნია, რომ ჩვენ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად, საერთო ენას გამოვნახავთ“,-განაცხადა ტრამპმა.