საზოგადოება
ნინო ბურჯანაძე: „დიახ, რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ მერე რა?!“

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 „რაც მეტს ვიძახებთ, რომ ოკუპანტია, მით მეტ ხანს ექნება ჩვენი ტერიტორია ოკუპირებული. მე ვამბობ, რომ არ უნდა დაუძახო ოკუპანტი, როდესაც შენ მოლაპარაკებაზე მიდიხარ.

 თუ საერთაშორისო სამართლის ნორმებით იხელმძღვანელებს, ძალიან ბევრი არგუმენტით შემოგეწინააღმდეგებათ იმაზე, არის თუ არა ოკუპანტი. სამწუხაროდ, აფხაზეთის და ოსეთის მკვიდრი მოსახლეობა, რომელიც იქ ცხოვრობს, რუსული ჯარების იქ ყოფნას არ აპროტესტებს.

 ჩვენ თუ გვინდა ტერიტორიების დაბრუნება, მაშინ სხვანიარად უნდა მოვიქცეთ. თუ გაიგებს ამას ჩვენი მოსახლეობა, საქართველო გამთლიანდება და ეკონომიკურადაც ფეხზე დადგება, თუ ვერ გაიგებს, მაშინ იმით ვიყოთ ბედნიერები, რომ ჩვენმა სპორტსმენმა რუს სპორტსმენს მოუგო. ძალიან კარგია ეს, მაგრამ არ წყვეტს საქართველოს პრობლემებს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.