საზოგადოება
"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო სიის პირველი ათეული გაასაჯაროვა

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. პარტიამ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო სიის პირველი ათეული გაასაჯაროვა.

 სიის პირველ სამეულში არიან გიორგი კვირიკაშვილი, კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე.

 "ქართული ოცნების" პარტიის პროპორციული სიის პირველი ათეული ასეთია: გიორგი კვირიკაშვილი, კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, აკაკი ზოიძე, თამუნა ხულორდავა, რომან კაკულია, სოფო ქაცარავა, ირინა ფრუიძე.