სამართალი
„ნატოს წევრობა არის პოლიტიკური გადაწყვეტილება“ – იენს სტოლტენბერგი

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სასტუმრო „რუმსში“ გამართულ კონფერენციაზე  - „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ განაცხადა.

 „გაწევრიანების მიმართულებით საქართველოსთვის ჩვენი რჩევაა რეფორმების გაგრძელებანატოს ფუნდამენტური საფუძველია, რომ ყველა დამოუკიდებელ სახელმწიფოს აქვს უფლება, გადაწყვიტოს, რომელი ალიანსის წევრი იყოს“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

 მისივე თქმით, ნატო არ აღიარებს  ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ისინი არიან საქართველოს ფარგლებში.

 „ამიტომ, თუ ქვეყანა აკმაყოფილებს ნორმებს, საშუალება აქვს,  გახდეს ნატოს წევრი. ნატოს წევრობა, საბოლოო ჯამში, არის პოლიტიკური და არა მექანიკური გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება ნატოს წევრებმა უნდა მიიღონ“, -განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.