სამართალი
„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, დავეხმაროთ საქართველოს ნატოს წევრობის მიღწევაში“ – იენს სტოლტენბერგი

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ იენს სტოლტენებერგმა ჩრდილოატანტიკური საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის წევრების შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.

 „ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში არის მნიშვნელოვანი გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს ასევე არის გზავნილი საქართველოსა და ნატოს შორის უწყვეტი და მჭიდრო პარტნიორობის შესახებ”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 „საქართველომ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმების გზაზე. თქვენ გააძლიერეთ კანონის უზენაესობა და ასევე აგრძელებთ რეფორმებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. აღნიშნული რეფორმები ეხმარება საქართველოს იმ სტანდარტების დაკმაყოფილებაში, რომლებიც საჭიროა ნატოს წევრობისთვის მოსამზადებლად. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, დავეხმაროთ საქართველოს ნატოს წევრობის მიღწევაში”, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.