პოლიტიკა
„საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოსს წევრობისთვის“– იენს სტოლტენბერგი

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განაცხადა.

 ჩრდილოატლანტიკური საბჭოს რიგით მეოთხე ვიზიტის ფარგლებში ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

 „კომისიის სხდომაზე განვიხილავთ მრავალ სხვადასხვა საკითხს, მათ შორის შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ბოლო მოვლენებს. ასევე განვიხილავთ საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტის განხორციელების მხრივ მიწეულ პროგრესს. მოკავშირეებს მტკიცედ აქვთ განზრახული საქართველოხ მხარდაჭერის გაძლიერება და ჩვენი თანამშრომლობის განვითარება”, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

 „ეს შეხვედრა არის ნატოს ვარშავის სამიტზე დაწყებული უმნიშვნელოვანესი პროცესის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ქვეყნის გაწევრიანებისთვის მომზადებას. ნატოში გაწევრიანება არის საქართველოს მოსახლეობის მტკიცე ნება და მთავრობა აკეთებს ყველაფერს ამ არჩევანის განხორციელებისთვის“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.