უცხოეთი
რუსეთმა და ლაოსმა უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით შეთანხმება დადეს

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. ვიენტანში აღმოსავლეთ აზიის სამიტის მიმდინარეობისას რუსეთი და ლაოსი ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე შეთანხმდნენ. რუსეთის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა პრემიერ–მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა, ლაოსის მხრიდან კი პრეზიდენტმა ბუნიანგა ვორაჩიტამ, – იუწყება პირველი არხი.

 ასევე ლაოსმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს რიგ სამთავრობოთშორისო დოკუმენტებს, რუსეთის სპეციალისტების მიერ ლაოსში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ მემორანდუმის ჩათვლით.

 აღმოსავლეთ აზიის სამიტი ვიენტანში 8 სექტემბერს დაიწყო. მასში 18 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობდა. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დავალებით რუსეთს სამიტზე მედვედევი წარმოადგენდა.