უცხოეთი
ნატო-ს ბატალიონი ლატვიაში გაზაფხულზე განთავსდება

 საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი.  ნატო-ს მრავალეროვნული საერთაშორისო ბატალიონი ლატვიაში სავარაუდოდ 2017 წლის გაზაფხულზე განთავსდება. ამის შესახებ ლატვიური სააგენტო Leta კანადაში ლატვიის ელჩზე კარლის ეიხენბაუმსზე დაყრდნობით იტყობინება. როგორც ვარშავის სამიტზე ითქვა, ლატვიაში განთავსებულ ბატალიონს კანადა უხელმძღვანელებს.

 “ვფიქრობ, ეს გაზაფხულზე მოხდება, დარწმუნებით ვიცი, რომ წლის პირველ ნახევარში”, - განაცხადა დიპლომატმა ლატვიურ სააგენტოსთან ინტერვიუში. კანადაში ლატვიის ელჩის თქმით, კონკრეტული ვადები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

 მისი ინფორმაციით, ლატვიის თავდაცვის მინისტრთან რაიმონდს ბერგმანისთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბატალიონის განთავსების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით.