უცხოეთი
აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

 საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის ხელისუფლებამ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გამო სანქციები კიდევ 81 რუსულ კომპანიას დაუწესა. სანქციების გაფართოების შესახებ ინფორმაცია სამთავრობო გამოცემის Federal Register-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გადაწყვეტილება 7 სექტემბრიდან შედის ძალაში.

 აშშ-ის “შავ სიაში”  მოხვდა “გაზპრომის” დაქვემდებარებაში მყოფი 50 კომპანია მოხდა. სანქციები ასევე დაუწესდა ქერჩის ხიდის მშენებლობაში მონაწილე კომპანიებს, მათ შორის არკადი როტენბერგის კომპანიის “სტროიგაზმონტაჟის” შვილობილი ფირმა. გარდა ამისა, შეზღუდვები გავრცელდება ქერჩის ხიდის მSენებლობის დამკვეთ კომპანია “ტამანზე”, რომელიც ფედერალურ საგზაო სააგენტოს ეკუთვნის.

 ამასთან ერთად, პირველად აშშ-ს სანქციების ქვეშ მოხვდა  ელექტრონიკის მწარმოებელი 11 კომპანია, რომლის ნაწარმი შესაძლოა სამხედრო მრეწველობისთვის იყოს გამოყენებული.

 სიაში მოხვედრილ ყველა კომპანიას სავაჭრო შეზღუდვები დაუწესდება.