სამართალი
ნიკოლოზ მჟავანაძე: “ნაციონალებს კალაძეზე შეტევით ქვეყანაში მართვადი ქაოსის შექმნა სურთ”

 საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ ბოლო პერიოდში “ნაციონალური მოძრაობის” და მისი სატელიტების მხრიდან ენერგეტიკის მინისტრზე, ,,ქართული ოცნების’’ გენერალურ მდივან კახი კალაძეზე განხორციელებულ შეტევებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

 “როდესაც მიზანმიმართულად და უარგუმენტოდ ბრალს სდებ “ქართული ოცნების” გენერალურ მდივანს საკუთარი ბიზნესის ინტერესების ლობირებაში, ქურდულ სამყაროსთან თანამშრომლობაში, გამგებლების გადაყენებაში, ზონდერების მომზადებასა და ოპოზიციური ძალების მიმართ სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაში და ამის დამადასტურებლად არანაირი მტკიცებულება არ გაგაჩნია, ეს არამარტო სახელისუფლებო გუნდის იმიჯის შელახვას, არამედ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის არევის მცდელობას ემსახურება… უკვე წლებია, ებრძვიან პიროვნებას, რომელსაც გააჩნია სუფთა წარსული და სუფთა ხელებით აკეთებს იმ საქმეს, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და რომლის წინააღმდეგაც შეიკრა ნაცმოძრაობის მთელი კოჰორტა”, - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.