აქტუალური
ივანიშვილი: „თავისუფალი დემოკრატები“ ცდილობენ, ალასანიას არ უღალატონ”

 საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა. მისივე თქმით, ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიამ ძალიან ბევრჯერ იცრუა და ამის გამო ბოდიშიც არ მოუხდია.

 “გუნდის სხვა წევრებმა, რომლებიც სახის შენარჩუნებას ცდილობენ, მშვენივრად იციან, რომ ივანიშვილის პატიმარი არ არსებობს. არ არსებობს ჩემი პირადი ინტერესი მსგავს საკითხებში“, - განაცხადა ივანიშვილმა.

 ამასთან, მისი თქმით, გუნდის წევრები ალასანიაზე არიან მორგებული და ცდილობენ, მას არ უღალატონ.

 „ასეთი გუნდი გვყავს ცხვირწინ და ვუყურებდით ცხრა წლის განმავლობაში, რომ ერთ კაცზე მორგებული გუნდი იყო. ასეთი პოლიტიკური პარტია სახელმწიფოს მართვისთვის არ სჭირდება. გუნდი, რომელიც მოვა, მისთვის მეგობარი და ნათესავი უნდა იყოს მთელი საქართველოს მოსახლეობა, მთელი საზოგადოება და არა პატარა ჯგუფი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 „მათ უნდა შეძლონ, თუ პოლიტიკაში არიან, საზოგადოებას აჩვენონ, რომ ყველასთვის თანაბრად ზრუნავენ და არ ზრუნავენ გადაჭარბებულად საკუთარი გუნდის წევრებზე“, - აღნიშნა ივანიშვილმა.