უცხოეთი
კლინტონმა აშშ–ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საფრთხის შესახებ განაცხადა

  საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი.  ჰილარი კლინტონი ირწმუნება, რომ რუსეთი წინასაარჩევნო პროცესში ერევა. პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის მტკიცებით, დონალდ ტრამპი მოსკოვთან თანამშრომლობს, რაზეც უტყუარი მტკიცებულებები არსებობს.  „შეერთებულ შტატებში მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. გარეშე ძალები წინასაარჩევნო პროცესში არასდროს ჩარეულან და არც ამერიკის პრეზიდენტობის რომელიმე კანდიდატს მოუწოდებია რუსეთისთვის ჰაკერული თავდასხმებისკენ,“-აღნიშნა კლინტონმა.