უცხოეთი
საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. ანკარა მზადაა მიიღოს ვაშინგტონის წინადადება, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებისგან სირიის ქალაქ რაქას გათავისუფლების ერთობლივი ოპერაციის შესახებ, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა თაიიპ ერდოღანმა.
„ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი ცენტრი რაქაა. ობამამ მითხრა, რომ ჩვენთან ერთად სურს, რაღაც მოიმოქმედოს რაქასთან დაკავშირებით. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ ჩვენი მხრიდან არავითარი პრობლემა არაა. შევთავაზეთ, რომ ჩვენი სამხედროები შეიკრიბონ და განიხილონ საკითხი, როგორ განახორციელონ ეს“, – განუცხადა ერდორანმა ჟურნალისტებს თვითმფრინავში, G20–ის სამიტიდან დაბრუნებისას, რომელიც ჩინეთის ქალაქ ხანჯოუში გაიმართა.