პოლიტიკა
საქართველოსა და სომხეთის პრემიერ–მინისტრების შეხვედრა

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი.  სომხეთის რესპუბლიკაში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ჰოვიკ აბრაჰამიანს  შეხვდა.

 პირისპირ საუბრის დროს ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა საქართველო-სომხეთს შორის  პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში არსებული თანამშრომლობა განიხილეს. პრემიერ-მინისტრებმა გამოხატეს სრული მზაობა, ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას.

 პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ საუბარი გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. მხარეებმა ეკონომიკის, ენერგეტიკის  და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს.