პოლიტიკა
სომხეთის პრეზიდენტის შეხვედრა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გიორგი კვირიკაშვილმა და სერჟ სარგსიანმა საქართველო-სომხეთს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობაზე, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.  შეხვედრაზე ხაზი გაესვა ურთიერთანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა კომუნიკაციები, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა.

გიორგი კვირიკაშვილმა და სერჟ სარგსიანმა რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ეკონომიკური პროექტების სწრაფად და შეუფერხებლად მიმდინარეობისთვის რეგიონულ უსაფრთხოებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

პირისპირ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.