აქტუალური
პრემიერი კვირიკაშვილი გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში, გენერალ გარი ჯონსონს და გაერთიანებული სამეფოს ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტს  შეხვდა.

 საუბარი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ბრიტანული მოდელის მიხედვით შექმნილი ეროვნული სიტუაციური ოთახი სხვადასხვა უწყების მჭიდრო კოორდინაციის საშუალებას იძლევა, რაც ხელს უწყობს კრიზისულ სიტუაციებთან მაქსიმალურად ეფექტიანად გამკლავებას. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსაც.

 გიორგი კვირიკაშვილმა დიდი ბრიტანეთის ახალ ელჩს საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა და ხაზი გაუსვა დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი პარტნიორობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.