უცხოეთი
ტერორისტები ყაზახეთში თვითმფრინავის გატაცებას და რუსული სამხედრო ნაწილის აფეთქებას გეგმავდნენ

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. ამა წლის ზაფხულში ყაზახეთში დაკავებული რადიკალების რამდენიმე ჯგუფი ტერორისტული აქტის მოსაწყობად და რუსეთის სამხედრო ნაწილზე თავდასასხმელად თვითმფრინავის გატაცებას გეგმავდა. ამის შესახებ ორშაბათს ყაზახეთის ნაციონალური უსაფრთხოების კომიტეტმა განაცხადა.

 „კიდევ ერთი ტერორისტული დაჯგუფება უცხოელი ტერორისტების დავალებით მოსკოვსა და ყაზახეთის ტერიტორიაზე ტერორიზმის მასშტაბური აქტების ჩატარებას გეგმავდა 2015 წლის ნოემბერში „პარიზული მოვლენების“ მსგავსად. თებერვალში 5 ადამიანი ამ დაჯგუფებიდან დააკავეს ჩვენს დედაქალაქში და შემდგომ გაასამართლეს ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობისათვის. მათ შორის არიან ყაზახეთის, რუსეთისა და ტაჯიკეთის მოქალაქეები“.