უცხოეთი
პუტინი აშშ–თან რფ–ის ურთიერთობის ნორმალიზების მომხრეა

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. „ჩვენ აშშ–თან ურთიერთობების სრული ფორმატით აღდგენის მომხრე ვართ“, – განაცხადა პუტინმა ორშაბათს „ინტერფაქსის“ კითხვის საპასუხოდ ჩინეთის ქალაქ ხანჯოუში G20-ის სამიტის შედეგებთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე. მან რფ–ის ამჟამინდელ ურთიერთობებს აშშ–თან ნორმალური უწოდა.

 რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ თუ ვაშინგტონს მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენა სურს, მან ანტირუსული სანქციები უნდა გააუქმოს. „თუ ისინი ჩვენი ურთიერთობების გაუარესებისკენ მიმართულ ნაბიჯებს გადადგამენ, მათ შორის, სასანქციო ხასიათის, ამას ვერ გავექცევით. თუმცა, თუ ურთიერთობების აღდგენა სურთ, ეს გადაწყვეტილებები უბრალოდ უნდა გააუქმოს. სულ ესაა“, – განაცხადა რუსეთის ლიდერმა.