სამართალი
"რუსთავი 2"-ის ადვოკატებმა სასამართლოს ოქრუაშვილი-ხალვაშის შეთანხმების დოკუმენტი წარუდგინეს, სადაც ეს უკანასკნელი ოქრუაშვილს ტელეკომპანიის მფლობელად აღიარებს

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. იურისტების განმარტებით, დოკუმენტმა მთლიანად უნდა შეცვალოს საქმის მსვლელობა.

 „დღევანდელი მტკიცებულებები, ეს ახლად გამოვლენილი გარემოებები დამატებით დაეხმარება უზენაეს სასამართლოს, თუ მას სურს ჭეშმარიტების დადგენა ამ საქმეზე, რომ დასაშვებად ცნოს საქმე და შემდგომ დააკმაყოფილოს ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა. მნიშვნელოვანი ამ გარემოებიდან იკვეთება ის, რომ როგორც იცით, ჩვენი სასამართლო დავა ეხება გარიგების ბათილად ცნობას და კომპანია “რუსთავი 2” მიაკუთვნა ორმა ინსტანციამ ქიბარ ხალვაშს იმის გამო, რომ მათ მიიჩნიეს, რომ ფასის დისპროპორციულობის გამო გარიგებები ცნობილი უნდა ყოფილიყო ბათილად. ამ შეთანხმებით ირკვევა, რომ ქიბარ ხალვაშს არათუ ზარალი მიუღია ფასის დისპროპორციულობის გამო და ის არ არის მსხვერპლი, არამედ ის საერთოდ არც კი ფლობდა “რუსთავი 2”-ს. მას აღიარებული აქვს ეს და შესაბამისად, შეუძლებელია, მას რაიმე ზარალი მიეღო, მითუმეტეს, საერთოდ ედავა კეთილსინდისიერებაზე და გარიგების ბათილად ცნობაზე ფასის დისპროპორციულობის გამო“, - განაცხადა ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა.