სამართალი
შსს-მ სამი პირი დააკავა

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი გიორგი . თბილისში დააკავეს. დაკავებულის  ჩხრეკისას ამოღებული იქნა პისტოლეტი მჭიდითა და 4 ცალი ვაზნით.

ნარკოლოგიური შემოწმებისას დაკავებულს მარიხუანასა და სუბოტექსის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

აღნიშნული საგამოძიებო ღონისძიების პარალელურად, თბილისში წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნოდარ . დააკავეს. მისი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტი და 7 ცალი ვაზნა.

ასევე დაკავებული იქნა წარსულში ნასამართლევი გიორგი ფ., რომლის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით, 30 ცალი ვაზნა და ერთი შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია ქიმიური ექსპერტიზა.