აქტუალური
ვინ გაიმარჯვებს 2016 წლის არჩევნებში? –კვლევები TV “იმედის” შეკვეთით (ვიდეო)

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით კომპანია JPM STRATEGIC SOLUTION-მა პოლიტიკური პარტიების რეიტინგები გამოაქვეყნა. კვლევა 18-დან 27 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა  და გამოიკითხა 1200 მოქალაქე (ვიდეო იხ. აქ).

 კვლევითი კომპანიის ცნობით, რეიტინგების ცდომილება 2.8 პროცენტს შეადგენს.

 კითხვაზე, თუ რომელი პარტია გაიმარჯვებს არჩევნებში, შედეგები ასეთია:

 “ქართული ოცნება” – 51 %
 “ნაციონალური მოძრაობა” – 10%
 “თავისუფალი დემოკრატები” – 2 %
 ლეიბორისტული პარტია – 1%
 “სახელმწიფო ხალხისთვისპაატა ბურჭულაძე” – 1%
 “ნინო ბურჯანაძე - გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა” – 1 %
 “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – 1 %
 არ  ვიცი – 31 %