უცხოეთი
პუტინმა მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვას „პანდორას ყუთი“ უწოდა

 საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სააგენტო „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში  მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვა „პანდორას ყუთს“ შეადარა.

 სააგენტოს კორესპონდენტმა ჯონ მიკლეტვეიტმა აღნიშნა, რომ რუსეთს „მაინცდამაინც არ აღელვებს“ ტერიტორია „აღმოსავლეთ ფლანგზე“. მან მოიყვანა მაგალითი, რომ 204 წელს რუსეთმა, მაგალითად, ტარაბაროვის კუნძული ჩინეთს გადასცა, შემდეგ კი იკითხა, შეეძლო თუ არა რუსეთს კალინინგრადის „გადაცემა“, რის მერეც მიკლეტვეიტმა დასძინა, რომ ეს ხუმრობა იყო.

 პუტინმა ამის პასუხად შესთავაზა დისკუსია მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვის თემაზე. „მე კი ყოველგვარი ხუმრობის გარეშე გეტყვით... მაშინ დისკუსია უნდა გავმართოთ არა კალინინგრადის, არამედ მთლიანად გერმანიის აღმოსავლეთი მიწების, ლვოვის შესახებ, რომელიც პოლონეთის ნაწილი იყო და ასე შემდეგ. იქაა უნგრეთიც, რუმინეთიც. თუ ვინმეს მოესურვება ამ პანდორას ყუთის გახსნა და მასთან მუშაობა, კი, ბატონო - წარმატებებს ვუსურვებ, დაიწყეთ“, - დასძინა პრეზიდენტმა.