აქტუალური
ორფოლოს სასროლეთზე მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2016” დაიწყო

 საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. საერთაშორისო სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გახსნა და მასში მონაწილე ქართველ და უცხოელ სამხედროებს სწავლების დაწყება მიულოცა.

 “ბედნიერი ვარ, რომ ჩვენთან ერთად არიან ჩვენი ძმები უკრაინიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან და აშშ-ის საზღვაო ძალებიდან. ეს სწავლება ზუსტად იმის ნიშანია, რომ საქართველო არ არის მარტო, უკრაინა არ არის მარტო, რუმინეთი და ბულგარეთი არ არიან მარტო, ამერიკის შეერთებული შტატები არ არის მარტო და თითოეული ჩვენგანი დიდ საქმეს ვაკეთებთ. გმირობას არც ეროვნება და არც რელიგია აქვს. მიხარია, რომ აქ გამოიჭედება ის სამხედრო ძმობა, რაც ასე უცილებელია წარმატების მისაღწევად, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

 მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და აშშ-ის საზღვაო ქვეითები ატარებენ. სამხედრო წვრთნების მიზანს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედების დახვეწა, რეგიონში უსაფრთხოების მხარდაჭერა წარმოადგენს.