აქტუალური
„სტარტაპ საქართველო“ არის პროექტი, რომელიც საქართველოს შეცვლის“ - პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ ინოვაციური კომპონენტის 36 დაჯილდოებულ გამარჯვებულს.

 „საქართველოში დღეს არის საშუალება, ადამიანმა ნულიდან, მხოლოდ საინტერესო იდეაზე დაყრდნობით დაიწყო ბიზნესი. ძალიან მახარებს, რომ საქართველოში უკვე შეიქმნა და ფუნქციონირებს ეკოსისტემა, სადაც ახალი, ინოვაციური იდეები ხორცს ისხამს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 „ის, რომ თქვენი გამარჯვების სიმბოლო არის ფილმშერეკილებისძალიან ცნობილი საფრენი აპარატი, სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ არცერთი იდეის არ უნდა შეგეშინდეთ. არასოდეს უნდა იფიქროთ, გადადგათ თუ არა ნაბიჯი წინ. არასოდეს იფიქროთ, ვინმეს ხომ არ აქვს ასეთი გაკეთებული - როგორც კი მოგივათ საინტერესო იდეა, ყოველთვის გადადგით პირველი ნაბიჯი და ის აუცილებლად გაამართლებს.

 ეს არის პროექტი, რომელიც საქართველოს შეცვლის და ამ პროექტის მხარდაჭერა აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ პროექტის ბიუჯეტის გაზრდაც იგეგმება.

 „სტარტაპ საქართველოს“ 56 გამარჯვებული ჰყავს. კონკურსის შემდგომი ეტაპი 20 სექტემბრიდან გამოცხადდება.