საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. ჰიროსიმაში, "დიდი შვიდეულის" ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ერთი წლის შემდეგ G7-ს შეეძლება „დიდი რვიანის“ ფორმატის დაბრუნების საკითხი განიხილოს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გერმანიის საგარეო უწყების ხელძღვანელის თქმით, წელს ჯერ კიდევ არ არის სათანადო პირობები იმისთვის, რომ რუსეთი „დიდ რვიანში“ დაბრუნდეს.
მისი განმარტებით, ეს შესაძლოა იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ რუსეთი ხელს შეუწყობს უკრაინის კონფლიქტში "პოლიტიკური გადაწყვეტილების" მიღებას.
გარდა ამისა, შტაინმაიერის თქმით, რუსეთის კონსტრუქციული როლი სირიაში მუდმივი უნდა იყოს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, "ვერც ერთი უმთავრესი საერთაშორისო კონფლიქტი რუსეთის გარეშე ვერ მოგვარდება".
შეგახსენებთ, 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის გამო დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ბლოკიდან რუსეთი გარიცხეს.