საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. „Sputnik.მნენიას“ გამოკითხვის თანახმად, იტალიის (64%), საფრანგეთისა (63%) და გერმანიის (54%) მოსახლეობის უმრავლესობა თავის ქვეყანაში დაწყებითი და საშუალო განათლების სისტემით უკმაყოფილოა. განათლების სისტემით კმაყოფილი ფრანგების მხოლოდ 28%, იტალიელების 31% და გერმანელების 41%-ია. მათი რაოდენობა, ვინც კითხვაზე პასუხის გაცემა ვერ შეძლო, საფრანგეთში 9% და იტალიასა და გერმანია — 5%-5% შეადგინა. მონაცემები მიღებულია კვლევითი კომპანია Ifop-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რომელიც საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის შეკვეთით ჩატარდა.
იტალიაში დაწყებითი და საშუალო განათლების სისტემით უკმაყოფილო მცხოვრებლების რაოდენობა დიდია როგორც 18-დან 34 წლამდე ასაკის (62% უკმაყოფილო და 33% —კმაყოფილი), ისე 35 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობაში (65% 30%-ის წინააღმდეგ). ორივე ასაკობრივ ჯგუფში „არვიცი“ უპასუხა 5%-მა. საფრანგეთში ასევე არსებითი განსხვავებაა 35-წლამდე და 35 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფების პასუხებში. 35 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში განათლების სისტემით უკმაყოფილოა რესპონდენტების 53%, კმაყოფილია 37%, „არვიცი“ უპასუხა 10%-მა. 35 წელს ზევით ასაკის რესპონდენტებში უკმაყოფილო აღმოჩნდა 66%, კმაყოფილი — 25%, ხოლო 9%-მა განაცხადა, რომ ამ კითხვაზე პასუხი არა აქვს.
გერმანიაში საკმაო სხვაობაა მამაკაცებისა და ქალების მიერ გაცემულ პასუხებში. გამოკითხულ ქალთა 57% უკმაყოფილოა საშუალო და დაწყებითი განათლების დონით, 38% კმაყოფილია, ხოლო 5%-მა კითხვაზე „არვიცი“ უპასუხა. მამაკაცებს შორის ანალოგიური მაჩვენებელი ასე გამოიყურება — 50%, 45% და 5%. 35 წლამდე ასაკის რესპონდენტების ნახევარი განათლების სისტემით კმაყოფილია, უკმაყოფილოა გამოკითხულთა 47%-ზე ნაკლები და „არვიცი“ პასუხი მხოლოდ 3%-მა დააფიქსირა. 35 წლის ზემოთ ასაკის რესპონდენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ განათლების სისტემასთან დაკავშირებით — 56%, წინააღმდეგია 38% და 6%-ს ჩამოყალიბებული აზრი არ აქვს.
დასავლეთ გერმანიის მაცხოვრებლები, რომელთაც არ მოსწონთ განათლების სისტემა, 51%-ს შეადგენენ, კმაყოფილი გამოკითხულთა 44%-ია და „არვიცი“ 5%-მა დააფიქსირა. აღმისავლეთ გერმანიაში განათლების სისტემით უკმაყოფილოთა რიცხვი დიდია —61%, წინააღმდეგი — 33% და 6%-მა კითხვაზე „არვიცი“ უპასუხა. ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი, სადაც ნეგატიურად არიან განწყობილი არსებული განათლების სისტემით, ბერლინია — 74%. დაწყებითი და საშუალო განათლების დონის წინააღმდეგია 24%, ხოლო პასუხი „არვიცი“ 2%-მა დააფიქსირა.
გამოკითხვა 2016 წლის 28 ივნისიდან 4 ივლისის პერიოდში კვლევითმა კომპანია IFop-მა ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3006-მა რესპონდენტმა მიიღო, გერმანიიდან (1000), საფრანგეთიდან (1004) და იტალიიდან (1002). შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენენ. შერჩევის მაქსიმალური ცდომილება არ აღემატება 3,1%-ს, 95%-იანი სანდოობის ალბათობით.