უცხოეთი
ტრამპი: მექსიკამ ეს ჯერ არ იცის, მაგრამ მას მიეზღვება საზღვარზე კედლის გამო

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი მექსიკაში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტთან პირისპირ გამართა შეხვედრა.

 მოგვიანებით პრეზიდენტმა პენია ნიეტომ ტვიტერზე დაწერა, რომ მათ ორი ქვეყნის საზღვარზე კედლის აშენების თემაზეც ისაუბრეს და ხარჯებს მექსიკის მხარე არ გაიღებს, თუმცა ტრამპი აცხადებს, რომ სწორედ მექსიკა დააფინანსებს ამ პროექტს.

 იმის გამო, რომ დონალდ ტრამპმა წინა საარჩევნო გამოსვლებში არაერთხელ უწოდა მექსიკას არალეგალებისა და ნარკოტიკების წყარო, მეხიკოში ამ ვიზიტს პროტესტის გარეშე არ ჩაუვლია.

 მექსიკიდან ტრამპი პირდაპირ არიზონაში გაფრინდა, სადაც განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი კრიმინალი მიგრანტების წინააღმდეგ ნულოვან ტოლერანტობას გამაცხადებს.