პოლიტიკა
პრემიერი კვირიკაშვილის შეხვედრა ბელარუსის ვიცე-პრემიერ მიხაილ რუსთან (ვიდეო)

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის ძირითადი საკითხები განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა თბილისში.

 გიორგი კვირიკაშვილმა და მიხაილ რუსიმ ისაუბრეს იმ პოტენციალზე, რაც საქართველოსა და ბელარუსს შორის ეკონომიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის სფეროში არსებობს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. აღინიშნა ბელარუსის ბაზარზე ქართული მინერალური წყლისა და ღვინის ექსპორტის გაზრდის პერსპექტივები (ვიდეო იხ. აქ). გამოითქვა იმედი, რომ საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმი კიდევ უფრო განამტკიცებს ეკონომიკურ თანამშრომლობას ქვეყნებს შორის.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბელარუსის ვიცე-პრემიერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.