აქტუალური
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა (ვიდეო)

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა, ერთობლივი პროექტები და რეგიონში არსებული ვითარება იყო საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები (ვიდეო იხ. აქ).

 გიორგი კვირიკაშვილმა და არტურ რასიზადემ ხაზი გაუსვეს იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებით არსებობს.

 ყურადღება დაეთმო მსხვილმასშტაბიან, რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ.

 ამ კუთხით განსაკუთრებით აღინიშნა სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნისა და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტები, რომელთა წარმატებით განხორციელება როგორც ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების, ასევე ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია.