აქტუალური
“პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 100 დეპუტატი ეყოლება“ - ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

 „აჭარაში „ქართული ოცნების“ დეპუტატების რაოდენობა 15 იქნება, პლუს-მინუს 10-12% და თუ ადრე ვთქვი, რომ საქართველოს პარლამენტში 95 დეპუტატი იქნებოდა, დღეს დავამატებდი და ვიტყოდი, რომ 100 კაცი იქნება საშუალოდ. ვერ წარმომიდგენია, 90-ზე ნაკლები შევიდეს პარლამენტში. უფრო ნაკლებად წარმომიდგენია 90, ვიდრე 115. საშუალოდ 100 დეპუტატი ეყოლება „ქართულ ოცნებას“, რადგან საზოგადოება არის აზრიანი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 კითხვაზე, რა აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში 100 დეპუტატს შეიყვანს, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის პარტია, რომელსაც შეუძლია სახელმწიფოებრივად აზროვნება.

 „ერთადერთი ლიდერი გიორგი კვირიკაშვილია, რომელსაც ხელეწიფება სახელმწიფო დონეზე აზროვნება. „ქართულმა ოცნებამ“ 4 წლის განმავლობაში დაამტკიცა, უამრავი გარდაქმნები მოხდა საქართველოში“, - განაცხადა ივანიშვილმა.