საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. ტერორისტული დაჯგუფების, ე.წ “ისლამური სახელმწიფოს” (ISIS) სტრატეგიული მეთაური, აბუ მუჰამედ ალ-ადნანი სირიაში დაიღუპა, – წერს ISIS-თან დაკავშირებული მედიასაშუალება “ამაყი“. ინფორმაციას პენტაგონიც ადასტურებს.
პენტაგონის ცნობით, აშშ-ის საჰაერო ძალებმა სირიის დედაქალაქ ალეპოს პროვინციაში, ქალაქ ბაბში მყოფი ალ-ადნანი ამოიღეს მიზანში და მისი ლიკვიდაცია მოახერხეს. BBC წერს, რომ ალ-ადნანის სიკვდილის პარალელურად ISIS პოზიციებს კარგავს სირიასა და ერაყში. “გარდიანის” ცნობით, ISIS ამჟამად ალეპოს პროვინციაში ფლობს პროვინციებს, მაგრამ არა თვითონ ქალაქში, სადაც აჯანყებულები სირიის სამთავრობო ძალებს (ბაშარ ალ-ასადის მთავრობას) ებრძვიან.
აბუ მუჰამედ ალ-ადნანი, რომელიც დაჯგუფების “პრესსპიკერი” იყო, ევროპაში თავდასხმებზეა პასუხისმგებელი.