აქტუალური
"პუტინი არ არის საქართველოს მტერი" - ნინო ბურჯანაძე

 საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება ნინო ბურჯანაძემ გადაცემა “არჩევანში” გააკეთა.

 „პუტინი არ არის საქართველოს მტერი, პუტინი არის ძალიან დიდი პოლიტიკოსი და პოლიტიკოსები არც არავის მტრები არ არიან და არც არავის მეგობრები არ არიან. პოლიტიკოსები მოქმედებენ საკუთარი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი, საქართველოს ამოცანაა, რომ პუტინი არ იყოს იძულებული, რომ საქართველოს მოექცეს, როგორც მტერს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 „არ დავუძახებ რუსეთს ოკუპანტს, რადგან მიმაჩნია, რომ არასწორი განმარტებაა. ერთადერთი ძალა ვართ, რომელიც რუსეთის ძალების გაყვანაზე ვსაუბრობთ და  სხვა დანარჩენები ჯარების შემოყვანაზე საუბრობენ“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.