აქტუალური
„საქართველო წელს უზრუნველყოფს სამპროცენტიან ეკონომიკურ ზრდას“ – პრემიერი კვირიკაშვილი

  საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ  მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

 „მომავალი წლიდან მოყოლებული, ჩვენ ვგეგმავთ, რომ დაახლოებით ხუთი მილიარდი 2020 წლის ჩათვლით დაიხარჯოს, დამატებით იმისგან, რაც უკვე იხარჯება. ამისთვის ჩვენ ვმუშაობთ საინვესტიციო ბანკებთან, მზად გვაქვს განვითარების გეგმა, რაც, ერთი  მხრივ, გულისხმობს მთავრობის ადმინისტრაციული ხარჯების გაყინვას იმ ნიშნულზე, რომელიც დღეს არის. მეორე მხრივ კი, გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი  დოლარი, რომელიც დაიხარჯება ინფრასტრუქტურის მიმართულებით, იყოს გათვლილი ეკონომიკურ სარგებელზე და ეს არ იყოს სოციალური მიმართულებით დახარჯული თანხები. ამიტომ ჩვენ ვგეგმავთ  7-8-პროცენტიან  ზრდას, თუ, რა თქმა უნდა, არ მოხდა რაღაც გლობალური კატაკლიზმები. ამ პროგრამის განხორციელებას ჩვენ უკვე ვიწყებთ შემოდგომიდან“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.