საზოგადოება
ირღვევა თუ არა ოკუპაციის შესახებ კანონი - რუსული “იანდექს ტაქსი” თბილისის ქუჩებში

  საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. უკვე ერთი კვირაა, ტაქსის ონლაინ-გამოძახების უმსხვილესი რუსული კომპანია თბილისში თავის დამკვიდრებას დაბალი ტარიფებით და მაღალი კლასის მანქანებით ცდილობს. თუმცა, კომპანიამ დაარღვია ოკუპაციის შესახებ კანონი და მოსახლეობის პროტესტიც გამოიწვია. ინტერნეტ-საიტ იანდექსის საძიებო სისტემაში საქართველოს რუკა ქვეყნის ოკუპირებული რეგიონების გარეშეა დატანილი.

მას შემდეგ, რაც “იანდექს ტაქსის” გამოჩენას თბილისში სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, კომპანიამ სტრატეგია შეცვალა და ეს მიზანმიმართული შეცდომა ქართული მისამართებიდან შესული მომხმარებლებისთვის შეასწორა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის არცნობასა და კანონის დარღვევას კომპანიაში არ აღიარებენ.

სანამ მთავრობა იმას დაადგენს, არღვევს თუ არა რუსული კომპანია ოკუპაციის შესახებ კანონს, “იანდექს ტაქსის” თბილისში უკვე 11 ტაქსოპარკთან აქვს ხელშეკრულება და ოპერირებას 200 მანქანას უწევს.