სამართალი
„პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც კანონს დაარღვევენ, ხელს არავინ დააფარებს, ეს არის შსს-ს პრინციპული პოზიცია“ – შალვა ხუციშვილი

 საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა "ქართული ოცნების" ცენტრალური  ოფისის დატოვების შემდეგ, სადაც, მისი თქმით, პირად საქმეზე იმყოფებოდა და პრემიერ-მინისტრთან დემურ სტურუას საქმესთან დაკავშირებით საუბარი არ ჰქონია.

 „მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ პროკურატურასთან. ბრალის წაყენება მოხდა მას შემდეგ, რაც გამოძიებამ მოაგროვა საკმარისი მტკიცებულებები", - აღნიშნა ხუციშვილმა.

 მისივე თქმით, პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც კანონს დაარღვევენ, ხელს არ დააფარებენ.

 "ეს არის პრინციპული პოზიცია შინაგან საქმეთა სამინისტროსი და ძალიან მინდა გთხოვოთ, რომ ცალკეულ შემთხვევებს ტენდენციად ნუ განვიხილავთ", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.