უცხოეთი
საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. ისლამ კარიმოვის გარდაცვალებას უზბეკეთში ოფიციალურად ამ დრომდე არ ადასტურებენ. ინფორმაციას უზბეკეთის პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ რუსული და უზბეკური მედია საშუალებები ავრცელებენ.
79 წლის კარიმოვმა რამდენიმე დღის წინ ინსულტი გადაიტანა და საავადმყოფოში მოათავსეს. მისმა ქალიშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში უტარდება.
მედიაში უკვე საუბრობენ კარიმოვის სავარაუდო შემცვლელების შესახებ. იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტის გარდაცვალების ფაქტი ოფიციალურად დადასტურდება, პრეზიდენტის პოსტი შესაძლოა მოქმედმა პრემიერმა ან ფინანსთა მინისტრმა დაიკავოს. ორივე კრემლთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა.