უცხოეთი
საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. აფეთქება მოხდა ყირგიზეთის დედაქალაქში ჩინეთის საელჩოს ტერიტორიაზე. გარდაცვლილია ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საგანგებო სიტუაციების სამსახური.
რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. სანამ ოფიციალური პირები განცხადებას გააკეთებენ, twitter-ზე ჟურნალისტები და თვითმხილველები წერენ, რომ აფეთქებამდე საელჩოს შესასვლელს ავტომობილი შეეჯახა.
აფეთქების შედეგად საელჩოს შენობის ნაწილია დაზიანებული.