უცხოეთი
გერმანელი პოლიტიკოსი: ობამამ პუტინს უთხრა სიტყვები, რომლის წარმოთქმაც არ ღირდა

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. დასავლეთმა სერიოზული შეცდომები დაუშვა რუსეთთან მიმართებაში, როცა არაერთხელ არ გაითვალისწინა მისი ინტერესები, გაუცხადა Die Welt-ს ინტერვიუში ცნობილმა გერმანელმა პოლიტიკოსმა გრეგორი გიზმა, რომელიც წარსულში ფრაქცია „მემარცხენე პარტიას“ ედგა სათავეში ბუნდესტაგში.

 დასავლეთის შეცდომების რიცხვში გიზმა ჩამოთვალა იუგოსლავიის დაბომბვა, ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შექმნა აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე, მისწრაფება ნატოში უკრაინის მიღებისკენ, რის შედეგადაც რფ–ის შავი ზღვის ფლოტი ალიანსის ტერიტორიაზე აღმოჩნდებოდა.

 გიზს მცდარად მიაჩნია რუსეთისთვის ყირიმის შეეერთებასთან დაკავშირებით სანქციების შემოღებაც. მისი თქმით, ამ შემთხვევაში უპრიანი იქნებოდა სხვა, დიპლომატიური ზომების მიღება. „კოსოვოს გამოყოფის შემდეგ, რაც საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგებოდა, ჩვენს წინააღმდეგ დასავლეთში არავითარი სანქცია არ შემოღებულა“, – განაცხადა მან.