უცხოეთი
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის დრო არ დამდგარა - ანგელა მერკელი

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის დრო ჯერ არ დამდგარა, რადგან მოსკოვი მინსკის შეთანხმების პირობებს არ ასრულებს. ამის შესახებ ანგელა მერკელმა გერმანულ ტელეარხ ARD-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

 მისი თქმით, ამ ეტაპზე რუსეთი უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებისთვის საჭირო ნაბიჯებს არ დგამს.

 მიუხედავად ამისა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გაგრძელდეს.