უცხოეთი
რუსეთმა და აშშ–მა სირიაში დაზავების პირობების უმრავლესობა შეათანხმეს

 საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერთმანეთს ჟენევაში შეხვდნენ სირიაში საბრძოლო მოქმედებებისა და ჰუმანიტარული დახმარების ძალისხმევის კოორდინაციის განსახილველად. იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებების შედეგად შესაძლოა წინ გადაიდგას ნაბიჯები სირიაში დაპირისპირების დასაძლევად და ქვეყანაში ძალაუფლების ახალი მთავრობისათვის გადასაცემად. კერიმ და ლავროვმა შეხვდრის წინ ერთმანეთს პრესისთვის ხელი ჩამოართვეს, თუმცა არ უთქვამთ, თუ რას ელიან შეხვედრისგან. კერიმ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდებოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკებებს ხელს უშლიდა აშშ-ის ყოყმანი, საბრძოლო მოქმედებები ეწარმოებინა ალ-ყაიდასთან დაკავშირებულ დაჯგუფება ნუსრის ფრონტის წინააღმდეგსირიაში. თუმცა, 25 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებებში რუსეთის ელჩმა გაეროში ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი დაინტერესებულია ვაშინგტონთან თანამშრომლობით სირიაში მიმდინარე დაპირისპირების სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით.