აქტუალური
„აშშ მიესალმება დინამიკას და განვითარებას საქართველოში“ – ელჩი კელი

 საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა იან კელიმ ტექნოპარკში”, „სტარტაპ-საქართველოს მაღალტექნოლოგიური კომპონენტის გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებაზე განაცხადა. 

 "ბევრმა თქვენგანმა იცის საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ვიზიტის ძირითადი მიზნები. პირველ რიგში, ეს იყო შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და, ასევე, შეხვედრა მოვაწყვეთ 10 ახალგაზრდა მეწარმესთან. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც აღიარებს იმ ფაქტს, რომ სწორედ ახალგაზრდა მეწარმეები წარმოადგენენ საქართველოს დინამიკურ ძალას, ფოკუსირებული არიან ქვეყნის მომავალზე,  ტექნოლოგიური საზოგადოების შექმნაზე საზღვრების გარეშე იმ რეგიონში, სადაც ამდენი ქვეყანა ცდილობს, საზღვრები შექმნას ხელოვნურად, შექმნას ხელოვნური ბარიერები ხალხთა შორის. მე ვფიქრობ, ასეთი საზოგადოება ცდილობს ინტეგრირებას მსოფლიო საზოგადოებაში. ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება იმ დინამიკას და განვითარებას, რომელსაც დღეს საქართველოში აქვს ადგილი. მინდა, მოგესალმოთ ყველა მონაწილეს, რომლებმაც თავისი პროექტები წარმოადგინეს. ამერიკის შეერთებული შტატები, ამერიკის მთავრობა და ტექნოლოგიური სექტორი თქვენ ხელს გიწყობთ. გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას", - მიმართა იან კელიმ „სტარტაპ-საქართველოს“ ფინალისტებს.