აქტუალური
მოლაპარაკების შედეგად სადემარკაციო ხაზთან მცხოვრებლებმა მოსავალი აიღეს!

 საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სობისის მცხოვრებლებმა საკუთარ ყანაში ქერის მოსავალი გუშინ აიღეს.

მოსავლის ასაღებად მისულ მოსახლეობას საკუთარ ყანაში კომბაინი დახვდათ, რომელსაც 2 ჰექტარი ქერის მოსავალი უკვე აღებული ჰქონდა.

ცხინვალთან მოლაპარაკებას ცხელი ხაზის მეშვეობით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აწარმოებდა.  მოლაპარაკების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ სოფლის მცხოვრებლებს მოსავლის ასაღებად ხუთი საათი მიეცათ.

მოსავლის აღების პროცესს რაიონის გამგებელი, სოფლის რწმუნებული, სამართალდამცავები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.